ანალიტიკამთავარი

რატომ რთავს თურქეთი პაკისტანს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში

თურქეთი ცდილობს ჩართოს პაკისტანი რეგიონულ პროცესებში, რათა განახორციელოს თავისი იმპერიული ამბიციები. ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიკოსმა რუბენ საფრასტიანმა დღეს ერევანში პრესკონფერენციის დროს.

საფრასტიანმა აღნიშნა, რომ თურქეთის, აზერბაიჯანისა და პაკისტანის პარლამენტების სპიკერების ვიზიტი შუშში ამის დასტურია. ექსპერტმა შეახსენა, რომ პაკისტანს დღემდე არ აუღიარებია სომხეთი, ეს ქვეყანა არის თურქეთის სამხედრო პარტნიორი, რომელიც თავის მხრივ სერიოზულ დახმარებას უწევდა აზერბაიჯანს არცახის ომის დროს.

ამავდროულად, ექსპერტის აზრით, თურქეთის ქმედებები მიმართულია არა იმდენად სომხეთის, არამედ ირანის, იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებთანაც მას პრობლემები აქვს. პაკისტანს, თავის მხრივ, ინდოეთთან სერიოზული უთანხმოების გარდა, პრობლემები აქვს ირანთანაც.

„და ამ პრობლემების ტვირთით, ის შემოდის რეგიონში. ბუნებრივია, ეს კარგს არაფერს გამოიწვევს”, – დარწმუნებულია საფრასტიანი.

პაკისტანი შეიძლება დაეხმაროს თურქეთს ბირთვული ტექნოლოგიების,  ისევე  სამხედრო გადაწყვეტილებების შეძენაში (განსაკუთრებით ჩინურის). საქმე იმაშია, რომ პეკინი არ ყიდის მათ ანკარაზე , ხოლო  ისინი ხელმისაწვდომია ისლამაბადისათვის.

„უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ თურქეთს აქვს დიდი ამბიციები, ის აპირებს ეკონომიკურად განვითარებული  ქვეყანების ათეულში შესვლას. ის არ ეჯიბრება სომხეთს რეგიონში, არამედ ცდილობს რუსეთის გაძევებას”, – თქვა საფრასტიანმა.

ექსპერტის აზრით, რუსეთი და თურქეთი თანამშრომლობენ ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ზოგადად, ეს ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან  საერთაშორისო ასპარეზზე. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სომხეთმა უნდა მოახდინოს თავისი საგარეო პოლიტიკის რესტრუქტურიზაცია, გააძლიეროს და გააფართოვოს თანამშრომლობა მეგობარ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის პარლამენტების სპიკერები შუშს ეწვივნენ 29 ივლისს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ვიზიტი და მას მიუღებელი და პროვოკაციული უწოდა. სტეფანაკერტი დარწმუნებულია, რომ ამ ვიზიტის მიზანია გამორიცხოს ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების შესაძლებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button