სპორტი

საქართველოს წარმატებული გამოსვლა “ტოკიო – 2020”-ზე

ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია, მედლების რაოდენობის მხრივ.

ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – ასეთია საქართველოს დელეგაციის საერთო მონაგარი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ნახეთ მეტი
Back to top button