მთავარისაერთაშორისო

მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად – ლავროვი

„ნეტგაზეთი“ Ria Novosti -სე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან აღადგინოს ურთიერთობები, თუ საქართველოს სურს რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრება.

“თუ ნამდვილად არ სურს საქართველოს “რუსეთის კარტის გათამაშება” [რუსეთის თემის გამოყენება] დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

“ჩვენ გვსურდა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, მაშინ, როდესაც მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წლინახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, თუმცა შემდეგ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ, რომელიც ჩავიდა თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის მორიგ სხდომაზე”, – განაცხადა ლავროვმა.

2019 წელს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ინციდენტის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის. რუსეთმა საქართელოსთან პირდაპირი ფრენებიც გააუქმა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა.

ნახეთ მეტი
Back to top button