მთავარისაზოგადოება
ცვლილებები სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში 6 წლამდე ბავშვებისთვის PCR ტესტთან დაკავშირებით

ცვლილებები შევიდა კარანტინის დროს გამოყენებული ღონისძიებების და შეზღუდვების შესახებ ,,კორონავირუსული დაავადებით (COVID-19) განპირობებული კარანტინის დაწესების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 11 სექტემბრის No1514-ნ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, ცვლილება მოხდა სომხეთში შემოსვლისას PCR ტესტის ჩაბარების მოთხოვნაში.
ამიერიდან, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, არ ჩააბარებენ PCR ტესტს. ადრინდელი მოთხოვნა გაუქმებული იქნა.
გადაწყვეტილება ძალაში შედის 6 სექტემბრიდან.








