მთავარისაერთაშორისო

გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი – ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში

6-9 სექტემბერს საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს ქართული მედია.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

 კონგრესმენების მხრიდან პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა.

“ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი. საქართველო წინ მიიწევს არჩევნების და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით. საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-თან,” – აცხადებს აშშ-ს კონგრესმენი ალექს მუნი.

კონგრესმენების ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შეერთებული შტატებისთვის.

შეხვედრების მთავარი განსახილვევი თემები იქნება საქართველოსა და შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

“ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. საქართველო დიდი ხანია აშშ-ის პარტნიორი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში,” – აცხადებს აშშ-ის კონგრესმენი კეროლ მილერი.

ნახეთ მეტი
Back to top button