ანალიტიკამთავარი

თბილისისათვის ფაშინიანის წინადადებები მისაღებია

ამჯერად სომხეთისა და საქართველოს პრემიერ -მინისტრების შეხვედრა გამოირჩეოდა ორი მნიშვნელოვანი გზავნილით: სომხეთი და საქართველო აპირებენ ერთმანეთის დახმარებას კონფლიქტების მოგვარებაში,  მეორეც, თბილისისათვის  მისაღებია  ერევნის წინადადებები რეგიონული კომუნიკაციების შესახებ. ქართულ მხარეს მიაჩია, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის  გაფართოების ახალი შესაძლებლობა.

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარაიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა ახალი იდეებით, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობას და მშვიდობას რეგიონში.

თუ შევაჯამებთ შეხვედრებს საქართველოში, დავინახავთ, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ხაზგასმით ამბობს:

„ჩვენი ერთობლივი ჩართულობა ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროგრამებში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აამაღლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობას“.

ფაშინიანისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ჩატარდა  განსაკუთრებით ახალი რეგიონული რეალობის პირობებში, სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებით. ორი ქვეყნის ლიდერებმა არ დააკონკრეტეს, თუ რომელ პროგრამებში აპირებენ ჩართვას, მაგრამ ქართველი პოლიტოლოგის გელა ვასაძის თქმით, ეს სავარაუდოდ “აღმოსავლეთ-დასავლეთის” და “ჩრდილოეთი-სამხრეთის” პროგრამებს ეხება. სხვათა შორის, ფაშინიანმა საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ  თბილისში განხილული იქნებოდა   რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი, განსაკუთრებით  “ჩრდილოეთი-სამხრეთის” პროექტის გამოყენებით, რომელიც ირანს საქართველოსთან აკავშირებს სომხეთის გავლით.

ისეთი საკითხი, როგორიცაა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის  „სპარსეთის ყურე- შავი ზღვა“   შექმნის შესახებ შეთანხმება და ახალი შესაძლებლობები მის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალკე განიხილეს.

„რაც შეეხება პროგრამას  „სპარსეთის ყურე- შავი ზღვა“, აქ სიტყვა ეხება   ირანისა და საქართველოს გზების მოდერნიზებას  ირანიდან რუსეთისაკენ.  აქ შეიძლება გამოყენებული იქნას  ბათუმი-ახალქალაქი-ერევნის გზა, შემდეგ კი გზა ირანისაკენ”,-ამბობს ვასაძე.

კიდევ ერთი ექსპერტი, ნიკა ჩიტაძე, საქართველოს სატრანზიტო როლზე საუბრისას,  აღნიშნავს:   „დიახ, საქართველოს ტერიტორიით გადაზიდვების მოცულობა შემცირდება, მიუხედავად ამისა საქართველო დარჩება მთავარ სატრანზიტო ქვეყნად. მეორე მხრივ, საქართველო უფრო დაინტერესებულია რეგიონული თანამშრომლობით, რათა აღდგეს ეკონომიკური კავშირები კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის, გაუმჯობესდეს  რეგიონული თანამშრომლობა, გახდეს უპრეცედენტო. ამას საქართველოსთვის  უფრო მეტი ღირებულება აქვს“.

ჩიტაძე ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონში ახალი რეალობის პირობებში საქართველომ სწრაფად დაიწყო სატრანზიტო გზების მოდერნიზაცია, რაც შეამოკლებს გადაზიდვების დროსა და მანძილს. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა ლარსის რთულ ნაწილებში ლარსის ალტერნატივა იქნება, დედაქალაქის მახლობლად მდებარე ალგეთის დასახლებიდან დაწყებული სადახლოსაკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობით, საქართველო დაუკავშირდება  სიდიდით მეორე ევროპულ სატრანზიტო დერეფანს „აღმოსავლეთ-დასავლეთი“.

ფაშინიანმა თბილისში განაცხადა, რომ სომხეთი და საქართველო აპირებენ ერთმანეთის დახმარებას კონფლიქტების მოგვარებაში. გელა ვასაძე, ხაზს უსვამს ამ იდეას და ამბობს:

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ კონფლიქტზე, სიტყვა  ეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსაც.  ძნელი სათქმელია აქვს თუ არა სომხეთსა და საქართველოს ამის რესურსი, მაგრამ ისინი თანხმდებიან ამ მიმართულებით ძალისხმევის გაერთიანებაზე, რადგანაც რეგიონში მშვიდობა ყველასთვის ხელსაყრელია”.

სომხეთ-საქართველოს მაღალი დონის მოლაპარაკებებისას  ერევანმა და თბილისმა გადაწყვიტეს გაააქტიურონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობა, რაც ახალ სტიმულს მისცემს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

რვაწლიანი შესვენების შემდეგ, კომისიამ მორიგი სხდომა ჩაატარა ერევანში 2019 წელს და ეპიდემიის გამო 2020 წელს თბილისში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

გადაწყდა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა მიიყვანონ იმ დონემდე, როგორც ეს შეეფერება მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს.

ავტორი გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button