ანალიტიკამთავარი

რუსეთი არ გეგმავს სამშვიდობოების გაყვანას მთიანი ყარაბაღიდან ხუთ წელიწადში: ვლადიმერ ევსეევი

რუსეთი არ აპირებს თავისი სამშვიდობო ჯარების გაყვანას მთიანი ყარაბაღიდან. ეს მოსაზრება გამოთქვა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ ევსეევმა „ არმენპრესთან“ საუბარში, კომენტარი გააკეთა რა სამშვიდობო დანაყოფის ყოფილი მეთაურის რუსტამ მურადოვის განცხადებაზე.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი აპირებს სამშვიდობოების გაყვანას [მთიანი ყარაბაღიდან] ხუთი წლის შემდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე.  აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, შეეცდება რუსი სამშვიდობოების გაძევებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს“,  – ამბობს რუსი ექსპერტი.

ამ კონტექსტში, ევსეევმა აღნიშნა, რომ ომიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანს  ფაქტობრივად არ აუთვისებია მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

„მე ვერ ვხედავ, როგორ ითვისებს აზერბაიჯანი ყარაბაღს. არ ჩანს. არის რაღაც სამხედრო მითვისება, მაგრამ ამ ტერიტორიებზე დასახლება არ მიმდინარეობს.  გამოდის, რომ ომში 7000 აზერბაიჯანელი უშედეგოდ დაიღუპა.  გამოდის, რომ მათ დაიკავეს ის ადგილები, სადაც არავინ ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა ამდენი მსხვერპლის გაღებას? მაგალითად, რა ესაქმებათ  არაბებს  მთიან ყარაბაღში, რატომ მივიდნენ ისინი იქ?  ბევრი კითხვა იბადება.  ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება ოთხ წელიწადში. ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი არ აპირებს სამშვიდობოების გაყვანას. ეს არის ჩემი პირადი აზრი“, – თქვა ვლადიმერ  ევსეევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button