
12 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, იმავე დღეს სომხეთის პრემიერ -მინისტრი კრემლში შეხვდება ახლად მოწვეულ სახელმწიფო სათათბიროს წევრებს. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი ბოლოს შეხვდნენ აპრილში, როდესაც ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.







