მთავარისაერთაშორისო

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა დაასახელა რუსეთთან საზღვრის დემარკაციის პირობა

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან საზღვრის დემარკაციას პირობა დაასახელა.  როგორც მან აღნიშნა,  ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი საქართველოს შემთხვევაში. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.

“ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაასრულოს რუსეთთან საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის  პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოხდება მხოლოდ ერთიანი საქართველოს საზღვრებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  არ არსებობენ. ისინი გაშეწყვეტილია  ქართული მხარის მიერ მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი. ორ ქვეყანას შორის დიალოგი შენარჩუნებულია პრაღაში სპეციალური წარმომადგენლების და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

ნახეთ მეტი
Back to top button