მთავარიპოლიტიკა

რუბენ რუბინიანი შეხვდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დემოკრატიის საკითხებით მომხსენებლებს

19 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუბენ რუბინიანმა მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დემოკრატიის საკითხებით მომხსენებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი, შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ელჩი მართენ ეჰნბერგი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაცია. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები – ვლადიმერ ვარდანიანი და სონა ღაზარიანი.

მიესალმა რა სტუმრებს, რუბენ რუბინიანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას, ასევე შეაფასა ორგანიზაციის მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების პროცესში.

განხილულ იქნა 44-დღიანი არცახის ომთან დაკავშირებული საკითხები, მისი ჰუმანიტარული შედეგები და აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნება. სომეხმა პარლამენტარებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის ანტი-სომხური პროპაგანდის შესახებ და ამ კონტექსტში აღნიშნეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის. რუბენ რუბინიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამმხრივი განცხადებით სამხედრო მოქმედებები 9 ნოემბერს დასრულდა, სიტუაცია არასტაბილური რჩება. ეს განპირობებულია განცხადებაში აზერბაიჯანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, სომხეთის სუვერენული ტერიტორიებისკენ სწრაფვით და ძალის გამოყენების ახალი მუქარით.

საუბარი იყო სომხეთში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე სხვადასხვა მიმართულებით. სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ სომხეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე სომხეთში ჩამოვიდნენ საფრანგეთის, რუსეთის, შვეიცარიის, ფინეთის, ესტონეთის, ანდორას, ისლანდიის ელჩები და ევროპის საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button