ანალიტიკამთავარი

ყარსის ხელშეკრულებიდან 9 ნოემბრის განცხადებამდე: 100- წლიანი გაკვეთილები

სომხეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტარდება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სლოგანით  “სომხეთი და რეგიონი:  გაკვეთილები, ღირებულებები, პერსპექტივები”.  “რადიოლურის” თანახმად, კონფერენციის მიზანია გადახედოს წარსულს ათწლეულების მანძილზე, დაინახოს ისტორიული შეცდომები, რომლებიც დღეს მეორდება და გააცნობიეროს რა არის წინააღმდეგობის გაწევის ხერხები.

ასი წლის წინ, 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში გაფორმებული რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით და 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით, ციხე ქალაქი ყარსი გადაეცა ქემალისტურ თურქეთს ყოველგვარი გასროლის გარეშე. ისტორიული სომხეთის ნახჭევანის ტერიტორია შეუერთდა აზერბაიჯანს, ხოლო თვეების შემდეგ თურქები გამოვიდნენ არარატში და მოითხოვეს არარატის რეგიონი,  რამდენიმე ადგილის სახელის შეცვლით. ეს იგივე წინადადება შეიძლება გამოყენებულ იქნას 44-დღიანი ომის შემდგომ სიტუაციის აღსაწერადაც.  

კონფერენციის მონაწილე,  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი ამბობს:

”ჩვენ გვინდა გავავლოთ პარალელები არსებულ სიტუაციასთან, გავიგოთ თუ რატომ  მეორდება ისტორია 100 წლის შემდეგ. ასი წლის წინ აზერბაიჯანმა თავისი ინტერესები შეუთანხმა თურქეთს,  ზოგადად, თურქეთი წარმოადგენდა აზერბაიჯანის ინტერესებს და სომხეთი დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. ასეთივე სიტუაცია, სამწუხაროდ განმეორდა  2020 წელს. როგორც ჩანს ისტორიული თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს პრობლემა, როგორ მოვიქცეთ, რომ  შეცდომები არ გავიმეოროთ მინიმუმ 100 წლის შემდეგ”.

აშოტ მელქონიანი  პარალელებს ატარებს  1921 და 2021 წლებს შორის. ყარს-მოსკოვის შეთანხმებების შემდეგ, თურქეთის მისწრაფებები გაიზარდა ისევე, როგორც აზერბაიჯანის – არცახის მეორე ომის შემდეგ. მაისის თვიდან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები იმყოფებიან გეღარქუნიქისა და სიუნიქის რეგიონებში.

„იმ დროს სხვა პრობლემები იყო საზღვრებთან დაკავშირებით, თურქეთმა მოითხოვა  არარატის ადმინისტრაციული ოლქის მიერთება უკვე, მათთვის მიერთებულ ნახჭევანზე მაგრამ მაშინ  ამ საკითხში საბჭოთა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა იაკოვ განეცკიმ დაგვიცვა და ეს არ მოხდა” – თქვა აკადემიკოსმა.

„თუ გავაანალიზებთ იმას,  რაც მოხდა 100 წლის განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში ახლაც მიმდინარეობს ბრძოლა ახალი სტატუს ქვოსთვის”, – ამბობს მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი რუბენ საფრასტიანი.

„ეს სიტუაცია შეიქმნა მაშინ, როდესაც რუსეთმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც 2020 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში მან ხელი არ შეუშალა  ​​თურქეთს, როცა ის დაქირავებულებს და იარაღს აგზავნიდა  აზერბაიჯანში.  ამ მხრივ, არსებობს მსგავსება 1920-1921 წლებთან, ანუ რუსეთი აღარ მართავს მარტო რეგიონს, მას ისევ უწევს თურქეთთან თანამშრომლობა და ამავდროულად ბრძოლა მის წინააღმდეგ“,-ამბობს რუბენ საფრასტიანი. აკადემიკოსის თქმით, თუმცა, რეგიონში მოთამაშეების თვალსაზრისით, სიტუაცია არ არის იგივე, რაც 100 წლის წინ. თუ 1921 წელს რეგიონში ორი დიქტატორი იყო, თურქეთი და რუსეთი, დღეს მას უერთდება ირანი, რომელიც 44-დღიანი ომის დროს ინერტულ პოლიტიკას ატარებდა და ახლა, საფრთხის შემჩნევისას, აქტიურად არის ჩართული რეგიონალურ მოვლენებში. საფრასტიანის თქმით, სომხეთის შესაძლებლობები დღეს უფრო მეტია, ვიდრე 100 წლის წინ. ”საგარეო პოლიტიკაში სწორი პოზიციის დაკავებისა და შეიარაღებული ძალების აღდგენის საკითხები უპირველესია”, – თქვა აკადემიკოსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button