სპორტი

მოკრივე ჰოვანეს ბაჩკოვს გასაჩივრების შემდეგ მოგება აღუდგინეს

სომხეთის მოკრივეთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი  ჰოვანეს ბაჩკოვი ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელებს. ინფორმაციას სომხეთის კრივის ფედერაცია ავრცელებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ტაილანდის წარმომადგენელ სომჩაი ვონგუსავანთან ბრძოლაში მსაჯებმა უსამართლოდ მიანიჭეს გამარჯვება ტაილანდის წარმომადგენელს, სომეხმა სპორტსმენმა კარგი მომზადება უჩვენა და საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა მეტოქესთან შედარებით.   შეხვედრის დასრულებისთანავე  სომხეთის კრივის ფედერაციამ, ჰოვანეს ჰოვსეფიანის ხელმძღვანელობით, გაასაჩივრა მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება და სამართლიანობის აღდგენას ცდილობდა. საბოლოოდ, მსაჯთა კომიტეტის განხილვის შემდეგ, სამართლიანობა აღდგა და ფინალური ბაჩკოვ-ვონგუსავანის ბრძოლაში გამარჯვება სომეხ სპორტსმენს მიენიჭა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში სომხეთს ორი წარმომადგენელი ეყოლება. უზრუნველყოფილია ორი ბრინჯაოს მედალი.

ნახეთ მეტი
Back to top button