კულტურამთავარი

ჰადრუთში და ქარინტაკში მეჩეთები შენდება: აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომეხთა კვალს შლის

2020 წლის 9 ოქტომბრიდან ჰადრუტი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა.  7 ნოემბერს ქარინტაკი დავკარგეთ. ერთი წლის შემდეგ, ისევ 9 ოქტომბერს და 7 ნოემბერს, აზერბაიჯანმა საფუძველი ჩაუყარა მეჩეთებს ჰადრუტსა და ქარინტაკში.

„რადიოლურს“ ესაუბრა არცახის კულტურის მინისტრი ლუსინე ღარახანიანი. მისი თქმით, არცახის დიდი ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი  რეგულარულად სტუმრობს სომხურ ტერიტორიებს, გამოდის სიტყვით და მათში წითელი ხაზივით გადის თეზისი, რომ სომხები არცახში ახალმოსულები არიან, სომხური კულტურული მემკვიდრეობა, ფაქტობრივად, არც არის და არც ყოფილა.  სომხებმა რეგიონში ალბანური ქრისტიანული ძეგლების  არმენიზაცია მოახდინეს. ახლა კი ანტისომხური პროპაგანდის ახალი მექანიზმი მუშაობს – აშენებენ მეჩეთებს, ამავდროულად ანგრევენ სომხურ ეკლესიებს.

„ეს არის ახალი პოლიტიკა, მაგრამ რაც არ უნდა ეცადონ ოკუპირებულ რეგიონებში მეჩეთების აშენებას, სომხურ კვალს ვერ წაშლიან. „ჩვენი ინფორმაციით, ახლა საკურში მეჩეთის აშენებას აპირებენ, მაგრამ არის მე-2 და მე-3 საუკუნეებით დათარიღებული სომხური ეკლესიები და ეს ადგილები ექსკლუზიურად სომხურია“, – ამბობს ლუსინე ღარახანიანი.

ალიევი ახალი მიზგითის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიისას. წყარო: monumentwatch.org

„კულტურული გენოციდი არ არის მხოლოდ განადგურება, ეს არის რეალური ისტორიისა და რელიგიური ტრადიციის გაყალბება, ფაქტების იგნორირება, მეხსიერების დამახინჯება, ყალბი კულტურული თუ რელიგიური დღის წესრიგის შექმნა. აზერბაიჯანის მიერ სომხურ ქალაქებში მეჩეთების აშენება არღვევს სომხური ქრისტიანული თემის რელიგიურ და კულტურულ უფლებებს, შეურაცხყოფს მის რელიგიურ გრძნობებს, უარყოფს ქალაქის ისტორიას და მომავალ თაობებს მისი ავთენტურობის ტრადიციით გადაცემის შესაძლებლობას“- აღნიშნა მან.  

არცახის კულტურის მინისტრის ლუსინე ღარახანიანის თქმით, ისინი გააგრძელებენ ამ საკითხებისადმი ადამიანის უფლებათა კომისრისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა იმ იმედით, რომ ისინი გადადგან ნაბიჯებს აზერბაიჯანის ანტისომხური პოლიტიკის შესაჩერებლად, ყოველ შემთხვევაში კულტურულ სფეროში მაინც.

ნახეთ მეტი
Back to top button