სპორტი

სარგის სარგსიანი შშმ პირთა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

სომხეთის წარმომადგენელი სარგის სარგსიანი ფიდე-ს მიერ ორგანიზებულ შშმ პირთა მსოფლიოს ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

45+10 დროის განრიგით  ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ სარგის სარგსიანი, 8,5 ქულით, შშმ პირთა  მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა.

ჩემპიონატი 4-14 ნოემბერს გაიმართა და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 249 მონაწილე ჰყავდა.

ნახეთ მეტი
Back to top button