ანალიტიკა

თუ თურქეთი საქართველოს პრობლემას არ შეუქმნის, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისმა შეუთანხმა მას 3+3-ზე უარის თქმა

„3+3“ ინიციატივის შესახებ საქართველოს უარყოფით მიდგომაზე  გავლენა იქონია იმან, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის ასეთი წინადადების მიუხედავად, ინიციატივის მიმართ დიდი ინტერესი  გამოავლინეს ორმა ძლიერმა რეგიონულმა ძალამ, რუსეთმა და ირანმა. ასეთი აზრი Sputnik სომხეთთან საუბარში საერთაშორისო ექსპერტმა გრიგორ ბალასანიანმა გამოთქვა.

„საქართველომ უდავოდ განიხილა თავისი გადაწყვეტილება „დასავლელ პარტნიორებთან“ და თურქულ-აზერბაიჯანულ ტანდემთან. ფაქტობრივად, ეს უპირველეს ყოვლისა იყო რუსეთისა და ირანის რეგიონული აქტივობის შეფერხებისკენ მიმართული ნაბიჯი. „აქ გარკვეული როლი აქვს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს. მათი თხოვნით, თუნდაც მოთხოვნის სახით, საქართველომ უარი განაცხადა  „3+3“ ინიციატივაზე, თუმცა ფორმატი საქარტველოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა“, –  განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა.

ბალასანიანმა მოუწოდა ყურადღება გაამახვილონ შემდგომ განვითარებაზე. მისი თქმით, თუ საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდება, საქართველოს უახლოეს მომავალში ენერგეტიკული პრობლემები შეექმნება, ის იგრძნობს  უარის თქმის უარყოფით შედეგებს.  მაგრამ თუ ეს არ მოხდა მაშინ  ეს ნიშნავს, რომ საქართველომ თავისი ნაბიჯი შეათანხმა  თურქულ-აზერბაიჯანულ ტანდემთან.

შეეხო რა ქართული პლატფორმას, როგორც ალტერნატიულ ინციატივას, ბალასანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამფორმატს  პერსპექტივა არ ექნება, ეს მხოლოდ რუსეთისა და ირანის რეგიონული პროცესებიდან განრიდების გზაა.

ბალასანიანმა შეახსენა, რომ ასეთი შეთავაზება ერთხელ პრეზიდენტმა ედუარდ შარდნაძემაც  გააკეთა და  „კავკასიური სახლი“ უწოდა, მაგრამ  მალევე მიხვდა, რომ რუსეთის გარეშე სრულყოფილად ვერ იმუშავებდა, ამიტომ რუსეთი ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შეუერთდა. მისი თქმით, ქართული პლატფორმა არის კლასიკური დასავლური პროექტი, რომელიც მიმართულია რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისა და ირანის გავლენა სომხეთზე საკმაოდ დიდია, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთი სრულად მიიღებს მონაწილეობას ამ პლატფორმის მუშაობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button