მთავარიპოლიტიკა

განბლოკვის შემთხვევაში გადაზიდვები განხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად: ზახაროვა

საერთაშორისო გადაზიდვები სამხრეთ კავკასიაში შესაძლო განბლოკვის შემთხვევებში განხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მომხრე ვართ 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს მიღწეული მაღალი დონის შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელების. ისინი ასევე ეხება სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს  სამმხრივი სამუშაო ჯგუფი სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე.  ამ საკითხების მთელი კომპლექსი განხილული იქნა  რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის  ერევანსა და ბაქოში ვიზიტის დროს. ჩვენ ვხედავთ კომუნიკაციის განბლოკვის კარგ პერსპექტივებს, რა თქმა უნდა, ყველა მხარის ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით. „ვვარაუდობთ, რომ განბლოკვის შემთხვევაში გადაზიდვები  განხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების,  სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო გადაზიდვები სამხრეთ კავკასიაში შესაძლო განბლოკვის შემთხვევებში განხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button