ანალიტიკა

პოლიტოლოგის თქმით, შესაძლებელია სოჭში მიღებული იქნას გადაწყვეტილება დემარკაციისა და დელიმიტაციის დაწყების შესახებ

პოლიტოლოგი სტიოპა საფარიანის აზრით, სოჭში ფაშინიან-პუტინი-ალიევის  სამმხრივი შეხვედრისას შესაძლებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება  საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის დაწყების შესახებ.

სომხეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა „არსენპრესს“ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის 23 ნოემბრის პრეს-კონფერენციისას პასუხებიდან გამომდინარე, სოჭის მოლაპარაკებების დღის წესრიგში სხვა დოკუმენტი არ იქნება.

„არის შიში, რომ კიდევ ერთი დოკუმენტი გაფორმდება, მაგრამ პრემიერმა ფაქტობრივად გამორიცხა ამ სხვა დოკუმენტის არსებობა.  აზერბაიჯანი ცდილობდა დაეკავშირებინა ეს საკითხი არცახის საკითხთან, ცდილობდა დაეკავშირებინა სამშვიდობო შეთანხმებასთან, მაგრამ მათ თეორიულად და პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო, რადგან თავად რუსეთს, ფაქტობრივად, მეტის გაკეთება არ შეუძლია. არ შეუძლია მინსკის ჯგუფის მანდატის აღრევა სამმხრივ  ფორმატთან.   გარდა ამისა, თავად რუსეთისთვისაც არ არის მიზანშეწონილი. თუ ტერიტორიული მთლიანობა და სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გადაიყვანება სამმხრივ განზომილებაში, რჩება მხოლოდ დემარკაცია  და  დელიმიტაცია, ანუ საზღვრის ეგრეთ წოდებული „სადავო“ ნაწილების გარკვევა. ეს არის მაქსიმუმი, რასაც დღევანდელი ვითარება იძლევა“, – განაცხადა სტიოპა საფარიანმა.

რაც შეეხება კრემლის განცხადებას, რომ ნიკოლ ფაშინიანს,  ვლადიმირ პუტინსა და ილჰამ ალიევს  შორის მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, პოლიტოლოგის აზრით ეს   საუკეთესო შემთხვევაში ნიშნავს  11 იანვრის განცხადების მიმდინარეობის განხილვას.  

სტიოპა საფარიანის თქმით, აქ  სომხეთისთვის  რაიმე რისკი არ არის, რადგან არც 11 იანვრის და არც 9 ნოემბრის განცხადებაში აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული „დერეფანი“ არ არის ნახსენები.  პრემიერ-მინისტრმა   ფაშინიანმა განაცხადა, რომ   სამუშაო დისკუსიების დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტს  არასდროს გამოუყენებია ტერმინი „დერეფანი“, ამაზე არ უსაუბრია.

გარდა ამისა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, სამმხრივი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ ალექსეი ოვერჩუკმა 5 ნოემბერს ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის შემთხვევაში, გზებზე სუვერენიტეტი შენარჩუნდება იმ ქვეყნების მიხედვით, რომლებზეც გაივლის ეს გზები.

ნახეთ მეტი
Back to top button