მთავარიპოლიტიკა

ნებისმიერი სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში, არცახისათვის მიუღებელია: დავით ბაბაიანი

ეროვნული ასამბლეის დიდ სხდომათა დარბაზში  ჩატარდა „სომეხ რევოლუციონერ დაშნაკთა“  „ჰაი დატის“ კომიტეტისა  და  ოფისების კონფერენცია,  სადაც სიტყით გამოვიდა არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი. ამის შესახებ იუწყება სრდ-ს  საიტი .

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა არცახის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, რეგიონულ მოვლენებზე, აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესზე.

დავით ბაბაიანმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებად  გამოყო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, არცახის რესპუბლიკის ტერიტორიების დეოკუპაცია, აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი და სამართლიანი მოგვარება, სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ სუბიექტებთან ურთიერთობების განვითარება და გაფართოება.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შიგნით ნებისმიერი სტატუსი მიუღებელია არცახის ხალხისა და ხელისუფლებისთვის, რაც მოასწავებს  არცახის, სომხური სახელმწიფოებრიობის ნგრევას.

დასახული პრობლემების ეფექტური გადაწყვეტისთვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა  არცახის გეოპოლიტიკური სუბიექტურობის, პანსომეხური ერთიანობის შენარჩუნება, არცხის, როგორც უმაღლეს ეროვნულ ღირებულებად აღქმა როგორც სომხეთში, ასევე  დიასპორაში.

ბაბაიანმა მაღალი შეფასება მისცა „ჰაი დატ“-ის  ოფისების მიერ გაწეულ მუშაობას, ამ სტრუქტურის წვლილს არცახის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პატრიოტული მოღვაწეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ „ჰაი დატ“-ი  კვლავ მონდომებითა და თავდადებით გააგრძელებს მოღვაწეობას, რომ არცახცენტრულობა დარჩება მისი საქმიანობის ერთ-ერთ საყრდენად.

კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხის გასცა  მონაწილეთა შეკითხვებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ „არცახის დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე აშოტ ღულიანი, არცახის პარტია  „სამართლიანობის“ თანათავმჯდომარე ჰაკობ ჰაკობიანი.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის არცახის ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვრთანეს აბრაჰამიანი, ეროვნული კრების თავმჯდომარე არტურ თოვმასიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button