მთავარიპოლიტიკა

კუხო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს

კუხო-ს წევრი ქვეყნები ღრმად არიან შეშფოთებულნი კუხო-ს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ადგილის მქონე ტერორისტული შეტევების და მიზნებისთვის ინტერნეტის, მათ შორის პირდაპირი ტრანსლაციის მზარდი გამოყენების გამო.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია 2 დეკემბერს ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში კუხო-ს წევრი ქვეყნების – სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ განცხადებაში.

კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით და რომ ნებისმიერი ტერორისტული აქტი არის დანაშაული და არ აქვს გამართლება, მიუხედავად მისი საბაბებისა და მოტივებისა.

 „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ტერორიზმთან საერთაშორისო ბრძოლაში ერთიანობის შესანარჩუნებლად, ვაღიარებთ რა გაეროს ცენტრალურ და კოორდინირებულ როლს ამ საკითხში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სახელმწიფოებს აქვთ გადამწყვეტი როლი ტერორიზმის პრევენციასა და ბრძოლაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს გლობალური ანტიტერორისტული სტრატეგიის სრულად განხორციელებისადმი, ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემით„- განაცხადეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ გაეროს უშიშროების საბჭოს დოკუმენტს, სახელწოდებით „ტერორისტული იდეების გავრცელების პრევენციის ყოვლისმომცველი საერთაშორისო ჩარჩო სტრატეგია“ (S / 2017/375), რომელიც მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დაიცვან დოკუმენტის პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა.

მათ ასევე გამოხატეს შეშფოთება,მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით ძალადობისა და  სიძულვილის ენის და იდეების გავრცელების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით, სიძულვილის ენისა და ტერორისტული იდეების პრევენციისთვის საჭიროა ძალისხმევა საინფორმაციო წიგნიერების განვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

2 დეკემბერს ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა კუხო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კოორდინაციას უწევს კუხო-ს თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button