ანალიტიკამთავარი

დერეფანი თუ გზა? ბაქომ გადაუხვია მთავარ თემას და იმუქრება

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ილჰამ ალიევის  განცხადებას,სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი  მოუწოდებს მიიღონ აზერბაიჯანის პირობები და მონიშნული იქნას „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის კონკრეტული  ვადა.  ამის შესახებ იტყობინება “რადიოლურ”-ი.

დერეფანი თუ გზა?  ეს დებატები სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დღის წესრიგში 2020 წლის 9 ნოემბერს სამმხრივ განცხადების ხელმოწერის შემდეგ დადგა. სომხურმა მხარემ უმაღლეს დონეზე დაადასტურა, რომ ორ ქვეყანებს  შეეძლებათ  სატრანსპორტო კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთის ტერიტორიაზე  გავლით.  გასარკვევია  მხოლოდ გზის სტატუსი. როგორც  ფაშინიანი ადასტურებს სომხეთისთვის „დერეფნის“ ლოგიკა მიუღებელია და ეს არ მოხდება.

რა არსებითი განსხვავებაა სიტყვებს “დერეფანსა” და “გზას” შორის? და რას ოელის მომთხოვნი მხარე ამ სიტყვების მიმოქცევით? ამ კითხვას თურქოლოგი  კარენ ჰოვჰანნისიანი პასუხობს:

„დერეფანს შემდეგი ლოგიკა აქვს, ის  მოიცავს უსაფრთხოების ზონას.  კორიდორული სახელმწიფო მოითხოვს უფრო სანდო სამშვიდობოების არსებობას, მაგალითად, აზერბაიჯანს სურს იქ თურქი სამშვიდობოების განლაგება, შემდეგ კი ამ სამშვიდობოების მომსახურე პერსონალიც უნდა იყოს ისინი ვისაც ეს სამშვიდობოები  მოისურვებენ.

რა არის ეგრეთ წოდებული „უსაფრთხო ზონა“ მაგისტრალზე, რატომ არის ეს ასე სასურველი აზერბაიჯანისთვის? როგორც ჰოვჰანნისიანი ამბობს:

„უსაფრთხოების ზონა არის მაშინ, როდესაც გზის  მარცხენა და მარჯვენა მხარეზე, სიგრძე-სიგანეზე  არ არან  განლაგებულნი  რომელიმე  სამხედრო ძალები, არ არის მოსახლეობა, არ არის დასახლებულიპუნქტები  და ამ ზონებში სამშვიდობოები არიან განლაგებულნი. ეს არის აზერბაიჯანის მთელი მიზანი –  მოიპოვოს გზა და შემდეგ მოითხოვოს უსაფრთხოების ზონა.

„ფაქტობრივად, უკვე გამოდის, რომ დერეფნის მიმცემი სახელმწიფო ამ გზის ტერიტორიაზე შეზღუდული უფლებამოსილებით ახორციელებს მოძრაობას, სახელმწიფო, რომელიც იღებს დერეფანს, არ იხდის ამაში რაიმე სახის საბაჟო და სატრანზიტო გადასახადს.

ამ თემაზე საუბრისას სომხური მხარე რეგულარულად ხაზს უსვამს, რომ გზების გახსნის მომხრე ვართ, მაგრამ არა ასეთი  სტატუსით.

განბლოკილ გზებზე საუბარი ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზეა. კარენ ჰოვჰანნისიანის თქმით, აზერბაიჯანი ისწრაფვის ქარვაჭარიდანდა  იშხანასარიდან მიიღოს გზა, რომელიც ნახიჩევანამდე სისიანისა და ანგეღაკოთის გავლით მივა. სომხური მხარისთვის ალბათ უფრო მისაღებია გზა ხნძორესკიდან გორისამდე, რომელიც ანგღაკოთის  გავლით ნახიჩევანში მივა. ეს გზა საბჭოთა დროში ექსპლოატაციაში იყო.

აზერბაიჯანისათვის დერეფნის, დერეფნის ლოგიკით მაგისტრალის გამოყოფის ვალდებულება, პირობა, შეთანხმება არ არსებობს   –    აცხადებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნახეთ მეტი
Back to top button