ანალიტიკა

პროგნოზი: სსრკ-ს ხელახალი შექმნა დაუშვებელია

დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სსრკ ფორმატის ხელახალი შექმნა შეუძლებელია. ასეთი მოსაზრება გამოთქვა  „ არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არცახის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არმან მელიქიანმა.

“სავარაუდოდ, ეს შეგნებული აქვს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც და მაინც, არანაირად არ უშლის ხელს სსრკ 2.0-ის სულისკვეთებით იდეების გავრცელებას. შესაძლებელია ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს გარკვეულ განწყობებ ზოგიერთ პოსტ საბჭოთა  სივრცეში. საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის იდეა შესაძლებლია  განხორციელდეს, თუმცა ჯერჯერობით ბელორუსიისა და რუისეთის შეერთების სახით“, – განაცხადა მან.

სწორედ რუსეთში ხედავს დიპლომატი საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის იდეისადმი ორმაგ მიდგომას. ამრიგად, ერთის მხრივ, ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ მოსკოვს არასოდეს დაუსახავს და არც დასახავს წარსულში დაბრუნების მიზანს. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსულ მედიაში ვხედავთ ნოსტალგიურ ხაზს, საერთო წარსულის საკმაოდ აქტიური პროპაგანდას.

ამ ფონზე, მელიქიანი  პროგნოზირებს, რომ მომავალში მოსკოვი გამოიყენებს იმას, რომ ანკარასთან მისი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მოსალოდნელია სომხეთში რუსული სამხედრო კონტიგენტის შემცირება  მთიან ყარაბაღში მისი გაზრდის სანაცვლოდ. დიპლომატის თქმით, ასეთ პერსპექტივას განაპირობებს მორიგი ტურბულენტობის, არასტაბილურობისა და სამომავლო ცვლილებების პერიოდი სამხრეთ კავკასიაში.  ეს უკანასკნელი, მისი აზრით, მინიმუმ 10 წელი გასტანს.

„სომხურ-თურქულ, სომხურ-აზერბაიჯანულ ტრეკერზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში მინდა აღვნიშნო მოსკოვისა და ანკარის გრძელვადიანი ინტერესების დამთხვევა. ვფიქრობ, მოსკოვის ერევანთან და ბაქოსთან თანამშრომლობის მთავარი ლოგიკა ექვემდებარება ამ დამთხვევას, რაც ხელს არ შეუშლის მათ,  იდეალურად ითანამშრომლონ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში”, – პროგნოზირებს მელიქიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button