საერთაშორისო

თურქეთი კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან დამაკავშირებელ ახალ გვირაბს გახსნის

ამ დღეებში  თურქეთის აღმოსავლეთით ახალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნება, რომელიც თურქეთს კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან დააკავშირებს.

იტყობინება “არმენპრესი” თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბი ზამთრის პირობებში უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირების  უზრუნველსაყოფად აშენდა.

ერზრუმისა და არდვინის დამაკავშირებელი  პირინკაიალარის  გვირაბი უზრუნველყოფს კომფორტს ტურისტულ და სავაჭრო ცენტრებსკენ  ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

ახალი გვირაბი გახდება მნიშვნელოვანი  დამაკავშირებელი მარშრუტი თურქეთიდან საქართველოს საზღვრამდე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების გადაზიდვას.

ნახეთ მეტი
Back to top button