ანალიტიკა

რატომ არ შეიძლება სომხეთი ჩაერთოს ყაზახურ მოვლენებში? ექსპერტების აზრი

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კუხო  ახორციელებს მსგავს ოპერაციას მის რომელიმე წევრ ქვეყანაში, განუცხადა „Sputnik სომხეთს“  ირამცოდნემ,  ექსპერტმა ვარდან ვოსკანიანმა.

ვოსკანიანის თქმით, სომხეთის აქტიურობა კუხო-ში  როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, შესაძლებელია მრავალი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ერევანს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში კუხო-ს  სწრაფი რეაგირების მექანიზმების გაძლიერების მომხრეა, ახლა აქვს შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში. მეორე, სომხეთი ყველაზე ნაკლებად დაუცველია კუხო-ში  დასავლეთის კრიტიკის თვალსაზრისით, ამიტომაც მისმა მონაწილეობამ სამშვიდობო ოპერაციებში თეორიულად შეიძლება გარკვეული ლეგიტიმაცია მისცეს პროცესს. ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან სომხეთის ჯარების გაგზავნას ყაზახეთში, აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში კუხო-ს  სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით, ხელისუფლება  შესაძლოა მომავალში შეეცადოს გამოიყენოს ორგანიზაციის ძალები ქვეყნის შიგნით შესაძლო პროტესტის ჩასახშობად.

ექსპერტის აზრით, ორგანიზაციის მონაწილეობა ყაზახეთში სიტუაციის დარეგულირების მიზნით მნიშვნეოვანია აგრეთვე თურქეთის საოკუპაციო გეგმების განეიტრალების თვალსაზრისითაც. საქმე იმაშია, რომ რუსეთის პოზიციების გაძლიერება ნურ-სულთანში (მოსკოვი აბსოლუტური ლოკომოტივია კუხო-ში)  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პანთურქულ გეგმებს ყაზახეთის მიმართ დიდი ხნით დამარხავს. არის თუ არა თურქული კვალი ყაზახეთში არსებულ ვითარებაში?  ანკარა მას ყოველთვის განიხილავდა, როგორც პოტენციურ პარტნიორს საკუთარი გეოპოლიტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად.

თურქეთის პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ფოტოს იღებდა  „ტურანის რუქის“ ფონზე, რომელზეც რფ  სუბიექტებიც იყვნენ გამოხატული, ცენტრალურ აზიაში მთავარ კოლეგას დაკარგავს“, – განაცხადა ვოსკანიანმა.

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთიც შესაძლოა გახდეს თურქული ექსპანსიის ერთ-ერთი პოტენციური მსხვერპლი, „თურქული სამყაროს“ სტრუქტურაში სერიოზული განხეთქილების გაჩენა არ შეიძლება არ ემთხვეოდეს  სომხეთის ინტერესებს, ამტკიცებს ექსპერტი.

პოლიტოლოგ სტეპან დანიელიანის თქმით, სომხეთი არ შეიძლება არ ჩაერთოს ყაზახეთის მოვლენებში და არ გაგზავნოს იქ სამშვიდობო ძალები, მით უმეტეს, რომ არცახში სამშვიდობოები არიან და სიუნიქის უსაფრთხოებაც ამ ლოგიკაშია მოქცეული.

„სომხეთი უსაფრთხოების თვალსაზრისით  მომხმარებელი ქვეყანაა, ის ახლა დამოუკიდებლად ვერ  უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას, თუ მის წინ თურქეთი დგას, მას სურს თუ არ სურს უნდა ჩაერთოს კუხო-ში. უნდა კიარა და … უკვე ჩართულია 70 კაციანი საბრძოლო ჯგუფით“, –  აღნიშნა პოლიტოლოგმა.

დანელიანის აზრით,  უსაფრთხოება თვითონ ყაზახებს ესაჭიროებათ, რადგან ექსტრემისტები უკვე სარგებლობენ სიტუაციით და ყაჩაღობით არიან დაკავებულნი, ჯიჰადისტური წესებით უშიშროების ძალების წარმომადგენლებს თავებს ჭრიან და უკიდურეს ისლამისტურ მოწოდებებს აკეთებენ. ეს ყველაფერი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს განათლებულ მასებში, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ.

ნახეთ მეტი
Back to top button