საზოგადოება

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა 2024 წლისთვის დასრულდება

ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, აქტიურ ფაზაშია და 2024 წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა, იუწყება Jnews.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის საშუალებით მძღოლები შეძლებენ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  ყველაზე პრობლემური მონაკვეთის, კობი-გუდაურის, გვერდის ავლას, რომელიც ზამთარში ზვავსაშიშროების გამო ხშირად იკეტება. ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გათხრილი გვირაბი (სოფელი წკერედან სოფელ კობამდე) ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა ამ ტერიტორიაზე. მისი მშენებლობა დაევალა China Railway 23rd Bureau Group Co.

უკვე დასრულებულია გვირაბის ორკილომეტრიანი მონაკვეთი, ასევე 2,2 კილომეტრიანი საევაკუაციო გვირაბი.

ნახეთ მეტი
Back to top button