სპორტი
მე-9 ადგილი: საქართველოს წყვილის “ისტორიული შედეგი” ზამთრის ოლიმპიადაზე

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავა.
კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში (სპორტული წყვილები) იასპარეზა და მსაჯებისგან 126.33 ქულა დაიმსახურა.
ორივე პროგრამის ჯამში, 192.44 ქულით, საფინა-ბერულავას წყვილმა მე-9 ადგილი დაიკავა.
“ისტორიული შედეგი საქართველოსთვის”, — წერს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი.







