ანალიტიკა

სომხეთი – დამაკავშირებელი რგოლი დასავლურ და რუსულ კომპანიებს შორის

სომხეთი და რუსეთი ქმნიან საინვესტიციო პროექტების ერთობლივ პორტფელს ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად. ორი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს საჭირო ინსტრუმენტები. მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოებით მრეწველობის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.

„ადგილმდებარეობაზედამოკიდებულებით და მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ კომპანია და ეფექტური საქმიანობა წარმართონ სომხეთში ენერგეტიკის, მსუბუქი მრეწველობის, ფარმაცევტული პროდუქტების, ტელეკომუნიკაციების, სამკაულების ან ბრილიანტების, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, IT სფეროებში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა. . სომხეთში 40-ზე მეტი მსხვილი რუსული კომპანია მუშაობს. რუსეთმა სომხეთის ეკონომიკაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, სომხეთის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2021 წელს თითქმის 13%-ით გაიზარდა და 2,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მხოლოდ 2022 წლის იანვარში ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპერტები ამას საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობის ამ ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია ახალი ერთობლივი პროექტების მოძიებით და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებით.

„რადიოლურის“ თანამოსაუბრე, ეკონომისტი არმენ ქთოიანი ამბობს, რომ სომხეთი შეიძლება იყოს დამაკავშირებელი რგოლი დასავლური კომპანიებისთვის, რომლებსაც რუსეთთან მუშაობა სურთ.

„პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე დასავლური კომპანიები ტოვებენ რუსეთს, მაგრამ ხვდებიან, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა დაკარგულ მოგებას ნიშნავს. ეს ადგილი შეიძლება ძალიან სწრაფად შეავსონ აზიურმა კომპანიებს, ამიტომ ოფიციალურად გასვლისას ან კარიდან გასვლისას ისინი შეეცდებიან ფანჯრიდან შესვლას. სომხეთი განიხილება როგორც ფანჯარა, სადაც კომპანიის რეგისტრაციით მათ შეუძლიათ ოპერირება რუსეთში. ოფიციალურ რუსეთში რეგისტრაციის არ არსებობა კომპანიას სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს შეიძლება  მნიშვნელოვანი იყოს იმ რუსული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ დასავლეთზე გასვლას, როგორც ამას საინფორმაციო ტექნოლოგიების ათასობით პროფესიონალი აკეთებს”.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ რუსეთ-სომხური ხელშეკრულებების მიზანი საინვესტიციო ნაკადებისა და შესაძლებლობების გააზრებაა. სწორი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარეები სთავაზობენ პრობლემების გადაჭრის გზების ოფიციალურ, ინსტიტუციურ ბაზაზე დაყენებას.

რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ არ სურთ მიმდინარე მიღწევებზე გაჩერება, ისინი ეძებენ ახალ ერთობლივ პროექტებს.

ეკონომისტი თათულ მანასერიანი თვლის, რომ აუცილებელია სომხეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დივერსიფიკაციისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რათა ფაქტის წინაშე არ დადგეს. ამბობს.

„ომები კი არ უნდა გამოირიცხოს, არამედ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ ექსპერტთა ხმა პირველ რიგში უნდა მოისმინოს და გამოიყენოს ხელისუფლებამ სხვადასხვა სცენარის შესაქმნელად. აუცილებელია იმის განხილვაც, რა შეიძლება დაემართოს რუსეთს იგივე სომხურ-თურქული ურთიერთობების წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში, რა შეიძლება დაემართოს რუსეთს? დასავლეთთან კონფლიქტმა რა სცენარი შეიძლება დადოს სომეხი ბიზნესმენების თუ ეკონომიკის მაგიდაზე?“

ეკონომისტი არმენ ქთოიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამოქმედო გეგმის დაზუსტებას.

„რუსული კაპიტალი საკმაოდ აქტიურია სომხეთში, მხოლოდ თეღუთის მაგალითით დავრწმუნდით, რომ რუსული ბანკის სანქციების ქვეშ ყოფნა იყო საფუძველი ჩვენი კონკრეტული აქტივის მოქმედების დროებით შეწყვეტისა, რომელიც სერიოზულ საწარმოო როლს ასრულებს. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ორგანიზაციას მომავალში მსგავსი პრობლემები შეექმნას. სომხეთის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში რუსული კომპანიების ჩართულობის გათვალისწინებით, საჭიროა დაზუსტება, რა შემთხვევაში რას შეიძლება ველოდოთ, როგორ აპირებენ რუსული ორგანიზაციები წინააღმდეგობის გაწევას, როგორ წარმოუდგენიათ ზოგიერთი ტექნიკური პრობლემის გადაჭრა“.

ექსპერტის თქმით, ორმხრივი ნაბიჯებია საჭირო. სომხეთის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. გასულ წელს საშუალოდ 20%-ზე მეტი ზრდა გვქონდა. ზოგიერთი პროდუქტისთვის რუსული ბაზარი მთავარია, და სანქციების გამო, შესაძლოა იყოს გადაჯგუფებები და სტრუქტურული ცვლილებები ზოგიერთ სფეროში. სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სფეროების მხარდაჭერის პრობლემა, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმ სფეროებით, რომლებთანაც ჩვენს კომპანიებს აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვთ. არმენ ქთოიანი.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ახალ რკინის ფარდაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის. როდესაც რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები უფრო აქტიური იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირში, ამ ფარდაზე საჭირო იყო რამდენიმე ფანჯარა ან მათი გვერდის ავლა. ამ შემთხვევაში სომხეთი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთ-დასავლეთის კავშირის სარკმლად, უფრო მეტიც, ორივე მხარისთვის. პრობლემა ის არის, რომ სომხეთი არ არის ერთადერთი ფანჯარა, ის არ არის ერთადერთი, ვინც აცხადებს ამ როლის შესრულებაზე. არიან აგრეთვე საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.“

ეკონომისტის თათულ მანასერიანის აზრით, სანქციების შედეგად მხოლოდ რუსეთი არ შეიძლება დაზარალდეს, შუამავლობითი გავლენა მხოლოდ სომხეთს არ შეუძლია. მანასერიანი შეახსენებს, რომ რუსული კომპანიების საქმიანობის გამოკლებრიცხვით, ის ქვეყნები, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ, უკვე ბევრი უარყოფითი შედეგის წინაშე აღმოჩნდნენ: უმუშევრობა, ინფლაცია, ინფრასტრუქტურის არასაკმარისი დონე.

 „არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბაზარად ითვლება. ნებისმიერი ბიზნესმენი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ოცნებობს ინვესტირებაზე ან ბიზნესის წარმოებაზე რუსულ ბაზარზე. ასე რომ, რუსულ ბაზარზე შესვლა ადვილი არ არის და რუსული ბაზრიდან გასვლა ეკონომიკური თვითმკვლელობაა. რუსეთმა უკვე გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი კომპანიის მოძრავი და უძრავი ქონების ნაციონალიზაციისთვის.

ეკონომისტების აზრით, 21-ე საუკუნეში სანქციების ცალმხრივ ზემოქმედებაზე საუბარი გულუბრყვილობაა. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, დინამიურ სამყაროში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მარტო განვითარებას შეძლებს. სომხეთის ეკონომიკური ზრდის შენელების პროგნოზებზე საუბრისას, არმენ ქთოიანი აღნიშნავს:

„ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2022 წლისთვის მშპ-ის ზრდა 1,6%-ია, მთავრობის პროგრამა მიზნად ისახავს 7%-ს. ეს საშუალებას მისცემს კლების ოდნავ შემსუბუქებას – 7-დან 1,6 პროცენტამდე“.

თათულ მანასერიანი პროგნოზების გაკეთებას ცდილობს, რუსეთის ბაზარზე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების გათვალისწინებით. ეს შეფასებები წინააღმდეგობრივია.

„რუსეთის ეკონომიკის კლება შესაძლებელია დაახლოებით 10%-მდე, რესურსების მობილიზების და დამატებითი ზიანის არ დაშვების შემთხვევაში. ასეთ სიტუაციებში ისინი თითქმის გარდაუვალია. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რუსი ბიზნესმენები გზებს ეძებენ, სომხეთის ეკონომიკის მასშტაბებში უკვე შესამჩნევია ათობით რუსული კომპანიის ყოფნა სომხეთში. ამ დროისთვის პროგნოზირება ცოტა რთულია, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობაზე. თუ ომი უახლოეს ერთ-ორ კვირაში დასრულდება, შესაძლებელი იქნება ერთნიშნა კლების თავიდან აცილება. მომავალში რუსეთის ეკონომიკა შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას, იმის გათვალისწინებით, რომ გაზის დიპლომატიის შედეგად, რუბლებში გადახდის შეთავაზება ხორციელდება, რუბლი სტაბილიზდება“.

ასეთ სიტუაციებში, ეკონომისტების აზრით, მნიშნველოვანია, რა წინადადებებს წარმოადგენენ მხარეები. მათი თქმით, ამისთვის მათ არსებული რესურსები მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოიყენონ.

ნახეთ მეტი
Back to top button