სპორტი

სომხეთში თავისუფლებააღკვეთილ პირთა  ნაკრები ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამსახურსა და სომხეთის საჭადრაკო აკადემიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 27 აპრილს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს არმავირის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართა შიდა ჭადრაკის ჩემპიონატის დასკვნითი ტური. ამის შესახებ “არმპრესს” სასჯელაღსრულების სამსახურიდან აცნობეს, რომ დაწესებულებებში გამართულ ჭადრაკის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 30-მა პატიმარმა “არმავირის”, “ვარდაშენის”, “ართიკის”, “ვანაძორის” და “ნუბარაშენის” სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

გამარჯვებულები 2022 წლის 13 ოქტომბერს  მსოფლიოს 64 ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატამდე კი მათთან საჭადრაკო აკადემიის გამოცდილი მსაჯები იმუშავებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button