ანალიტიკა

როგორ შეიძლება თურქეთის გაძევება ნატოდან? განმარტება:

მივიღე მრავალი კითხვა, რომ განვმარტო, როგორ შეიძლება ქვეყანა გააძევონ ნატოს წევრობისგან. ამის შესახებ წერს არა პაპიანი.

„რა თქმა უნდა, კითხვა თურქეთს ეხება. უნდა ითქვას, რომ ასეთი პროცედურა ნატოს დამფუძნებელ დოკუმენტში არ არის მითითებული. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-13 მუხლი (1949 წ.) მხოლოდ ნატოდან გასვლის პროცედურას განმარტავს. ის ითვალისწინებს ჯერ ნატოდან გასვლის განზრახვის ოფიციალურ განცხადებას, შემდეგ კი ნატოდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გასვლის შესაძლებლობას.

BRUSSELS, BELGIUM – May 13, 2019: Nato star sculpture in Brussels. NATO Headquarters – Political and Administrative Center for the North Atlantic Alliance

ასე რომ, თუ ისინი ამ გზით წავლენ, თურქეთს შეუძლია ათამაშოს და ივაჭროს ნატოში გაწევრიანების საკითხით, მაგალითად, გამოაცხადოს გასვლა და შემდეგ 11 თვეში გამოითხოვოს შეტყობინება.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ნატოს ყველა სხვა წევრი ერთხმად და ერთიანად გადაწყვეტს, რომ თურქეთის ნატოში გაწევრიანებას ორგანიზაციისთვის სარგებელი არ მოაქვს, პირიქით, ორგანიზაციის ტვირთად იქცა, ისინი ვერ იპოვიან გზას თურქეთის ნატოდან გაძევებისა ან დატოვებისათვის.

მაგალითად, ვენის 1969 წ. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების სამართლის შესახებ საერთაშორისო კანონის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტის თანახმად, ნატოს წევრებს შეუძლიათ ერთხმად, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ ან შეწყვიტონ ვაშინგტონის ხელშეკრულების მოქმედება თურქეთთან. ამ ფორმით თურქეთი ფაქტობრივად შეიძლება ნატოს მიღმა დარჩეს. ან მინიმუმ წაართვან ხმის უფლება.

არის კიდევ სხვა ვარიანტიც. უკვე ხსენებულ ვენის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების სამართლის შესახებ 1969წ. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის  უკვე aii ქვეპუნქტის თანახმად, ნატოს წევრებს შეუძლიათ ერთხმად, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეაჩერონ ან შეწყვიტონ ვაშინგტონის ხელშეკრულების მოქმედება ყველას მიერ, ანუ საერთოდ. შემდეგ, იმავე მაგიდასთან, ნატოს წევრებს, ამჯერად თურქეთის გარეშე, შეუძლიათ ხელი მოაწერონ ნატოს დამფუძნებელ 1949 წლის ხელშეკრულებას 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების ტექსტის რედაქტირებით: ვინაიდან ხელმოწერილი ახალი შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე არსებით ცვლილებას, ფაქტიურად 1949 წ. ეს არის ხელშეკრულების გამეორება (თურქეთი ნატოში მხოლოდ 1952 წელს შევიდა) და ხელშეკრულების მიხედვით, იგი შეიძლება დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში.

ასე რომ, როგორც სპარსელი ამბობს, ,,გოიანდე იაბანდე ასთ“ (ვინც ეძებს, ის პოულობს). ან როგორც ბიბლია ამბობს: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეხსნებათ“. (სახარება მათეს მიხედვით 7/7).

ნახეთ მეტი
Back to top button