
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ფიფას (საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციების ფედერაცია) პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა.
პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს FIFA-სთან თანამშრომლობას და ცდილობს ხელი შეუწყოს სომხეთში ფეხბურთის განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეულ მუშაობას და ხაზი გაესვა ფიფას მხარდაჭერას ამ საკითხში.
საუბარი იყო ერევანში დაგეგმილ „ლეგენდების თამაშზეც“.







