მთავარისპორტი

მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით გამართულ საჩვენებელ შეხვედრას სომხეთის  პრეზიდენტი დაესწრო (ვიდეო)

15 ივნისს  სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი წოვაგიუღის სტადიონზე მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების მონაწილეობით საჩვენებელ მატჩს დაესწრო, რომელიც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან  გვაცნობეს, საჩვენებელ  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფერნანდო იერომ, ტიმ კეჰილმა, ლევან  კობიაშვილმა, იურა მოვსისიანმა, რომან ბერეზოვსკიმ, იური ჯორკაეფმა, ედგარ მანუჩარიანმა, რაზმიკ გრიგორიანმა და სხვებმა.

საჩვენებელ შეხვედრაში ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც მონაწილეობდა, რომელიც ამჟამად სომხეთში იმყოფება.

ნახეთ მეტი
Back to top button