სპორტი

წოვაგიუღში ახალი სტადიონი მსოფლიო ფეხბურთელების ამხანაგური მატჩით გაიხსნა

საფეხბურთო ასოციაციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დღევანდელი სერია გეღარქუნის რაიონის წოვაგიუღის თემში დაიწყო, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა ახალ სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართეს.

“არმენპრესის” ცნობით, “FIFA-World”-ის გუნდი ასეთი იყო: 1. არსენ ბეგლარიანი, 3. ლევან კობიაშვილი, 4. ფერნანდო იერო, 10. ალექსანდრე იაშვილი, 17. ტიმ კეჰილი, 33. რაიან ნელსონი. , გუნდის კაპიტანი – ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ: 1. რომან ბერეზოვსკი, 5. ჰარუთიუნ ვარდანიანი, 8. რაზმიკ გრიგორიანი, 9. ალბერტ სარგსიანი, 11. ანდრეი მოვსესიანი, 14. იურა მოვსსიანი, 22. ედგარ მანუჩარიანი, გუნდის კაპიტანი იური ჯორკაევი. მატჩი ფრედ – 8:8 დასრულდა.

ნახეთ მეტი
Back to top button