მთავარისპორტი

FIFA  მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სომხეთში ეროვნული სტადიონის მშენებლობას: ინფანტინო

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, რომელიც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ეწვია ჩვენს ქვეყანას.

როგორც არმენპრესს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში აცნობეს, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ჯანი ინფანტინოს ვიზიტს სომხეთში და მონაწილეობას FFA-ს 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რაც მოწმობს FIFA-სა და FFA-ს შორის ეფექტურ თანამშრომლობას. ნიკოლ ფაშინიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში სომხეთში FIFA-ს  მხარდაჭერით 90-მდე პატარა სტადიონი აშენდა.

„ფეხბურთის ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს არა მხოლოდ სპორტული, არამედ საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული მიზნებისთვის. მთავრობამ დაიწყო რადიკალური რეფორმები ჯანსაღი ცხოვრების სფეროში და თანამშრომლობს FIFA-სთან  და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა მან.

მაღალი შეფასებისათვის მადლობა მოახსენა რა  ფიფას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთს პირველად სტუმრობდა და შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი ქვეყნით, მდიდარი ისტორიითა და კულტურით. ჯანი ინფანტინომ ხაზი გაუსვა სპორტულ-საგანმანათლებლო კავშირის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ FIFA  გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში,  არა მხოლოდ სპორტული, არამედ საგანმანათლებლო და სოციალური განვითარების პროგრამებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button