სპორტი

უეფა გააგრძელებს სომხეთში სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის მხარდაჭერას. ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ალექსანდრ ჩაფერინი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც “არმენპრესს” აცნობეს მთავრობიდან, პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელობა მიანიჭა უეფა-ს მხარდაჭერით სომხეთში ფეხბურთის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებს და აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ უკანასკნელსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ერევანსა და რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ფეხბურთის და სპორტის პოპულარიზაციას. პრემიერმა ხაზი გაუსვა ფეხბურთის როლს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიური ასპექტები. ალექსანდრ ჩაფერინმა კიდევ ერთხელ მიულოცა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას 30 წლის იუბილე და დასძინა, რომ უეფა გააგრძელებს სომხეთში ფეხბურთის განვითარების აქტიურ მხარდაჭერას. პროექტები მიმართული იქნება ახალი სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მხარდაჭერის მოცულობა კი მუდმივად გაიზრდება.

ნახეთ მეტი
Back to top button