ანალიტიკა

„მწარე სიმართლე“ – პოლიტოლოგის მოსაზრება, რატომ უთხრა უარი ევროკავშირმა საქართველოს

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება მიიღო არა ქვეყნის მიღწევების გათვალისწინებით, არამედ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, ფიქრობს პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე.ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა გამოაცხადოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – როგორც კი შესრულდება დასახული პრიორიტეტები. კანდიდატის სტატუსი, როგორც ცნობილია, მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას.

„გამიჭირდება, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლიანი ვუწოდო. საკითხი გადაწყდა არა მიღწევების შესაბამისად, არამედ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. უკრაინა და მოლდოვა ისეთ ზონაში არიან, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროპისთვის. შესაბამისად, ევროპამ მათ სტატუსი მიანიჭა“, – აღნიშნა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.პოლიტოლოგის თქმით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო სხვა გეოპოლიტიკურ რეალობაში იმყოფება – რეალობაში, რომელიც უფრო კომპლექსური და რთულია.„აქ საუბარია არა რაიმე მიღწევებზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, არამედ წმინდად გეოპოლიტიკაზე. ევროპა ყოველთვის ამბობს, რომ არ ხელმძღვანელობს გეოპოლიტიკური ერთეულებით, თუმცა რეალურად ასე მოხდა, ვინაიდან ყველა სტატისტიკური მონაცემით საქართველო უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას“, – აღნიშნა სიხარულიძემ.რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს, პოლიტოლოგმა მათ სიმბოლური უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ მათზე შეიძლება წლები იმუშაოს, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიოს სათანადო შედეგს.„ევროპა მზად არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. ისეთი საკითხები, როგორიცაა მასმედიის თავისუფლება, ჰომოფობიური მოძრაობები… ამ ყველაფრის გამოსწორებაზე შეიძლება მთელი ცხოვრება იმუშაო და მაინც ვერ მიაღწიო შედეგს. ისინი იმდენად ზოგადია და ზოგჯერ იმდენად მიუღწეველი, რომ ეს წმინდა სიმბოლური მოთხოვნებია, რადგან საქართველო ბევრად მაღლაა ნებისმიერი ამ კომპონენტით უკრაინასა და მოლდოვაზე“, – აღნიშნა მან.

ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს პირობები – 12 პუნქტი, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.პოლარიზაციასაქართველოსგან პოლარიზაციის აღმოფხვრის მოთხოვნა – ბანალური უმეცრებაა, ფიქრობს სიხარულიძე, რადგან, მისი აზრით, ამას შეიძლება ვერ მივაღწიოთ ათწლეულების განმავლობაში.„ეს პოლიტიკური კულტურის საკითხია, რომელსაც ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს. ეს ევროკავშირშიც შესანიშნავად ესმით. საქმე უკვე მთავრობას კი არ ეხება, საქმე ევროკავშირის პოლიტიკური ნების არარსებობაშია. შესაძლოა იმიტომ, რომ, მათი აზრით, სამხრეთ კავკასია თურქეთისა და რუსეთის გავლენის სფეროა და აქ რაიმე ნაბიჯების გადადგმის ეშინიათ“, – აღნიშნა მან.პრემიერი: პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დავასრულოთ პოლარიზება>>პოლარიზაციის შემცირება შეუძლებელია. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ ეხება, არამედ ოპოზიციასაც. ორი მხარე მონაწილეობს, ფიქრობს პოლიტოლოგი.მისი სიტყვებით, ქართული საზოგადოება პოლარიზებულია და ჯერ განვითარების ამ ეტაპზეა. ეს განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, როდესაც პოლარიზაცია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა.„ამ პირობებში „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვო – დანებდეს, წავიდეს მშვიდობიანად და გადააბაროს ხელისუფლება, იმიტომ რომ მეორე მხარეს არაფრის შეთავაზება არ შეუძლია პოლარიზაციის გარდა, უბრალოდ სისულელეა. ამ შემთხვევაში მოვა ოპოზიცია, რომელიც ისეთივე რადიკალური იქნება მოწინააღმდეგის მიმართ. სულ ესაა“, – განაცხადა სიხარულიძემ.„მწარე სიმართლე“საქართველო ვერასდროს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ისეთი პირობებია წამოყენებული, რომ შეუძლებელია მათი გაზომვა და, შესაბამისად, შესრულება, ფიქრობს პოლიტოლოგი.„პოლიტიკური ნება არ არის. ევროკავშირში საქართველოს არ მიიჩნევენ ევროკავშირის წევრობისთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოდ. ევროკავშირში საქართველო ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან ქვეყნად რომ ჩაეთვალათ, სტატუსს მიანიჭებდნენ, როგორც მოლდოვასა და უკრაინას“, – აღნიშნა სიხარულიძემ.„საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“:პრეზიდენტი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე>>მოლდოვასა და უკრაინას სტატუსი მიანიჭეს, რადგან ისინი სტრატეგიულად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნებია. სხვა მიზეზი რეალურად არ არსებობს, ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა.„როდესაც საქართველოს მასმედიის თავისუფლებაზე ესაუბრები, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეტი კრიტიკული მედიაა, ვიდრე სამთავრობო, ეს ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად გესმის“, – აღნიშნა სიხარულიძემ.პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლად რომ შეეძლოს ევროკავშირის სტანდარტების მიღწევა ევროკავშირის გარეშე, არასდროს დაგვჭირდებოდა ევროკავშირი.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის „ევროპული პერსპექტივა“ წარმატებაა. ამასთან, მან დასძინა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.

ნახეთ მეტი
Back to top button