
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტმა დაამტკიცა და წარადგინა ოთხი შესწორება ეროვნული უსაფრთხოების ასიგნებების აქტში (NDAA – H.R.7900) პალატის საბოლოო განსახილველად. ამის შესახებ აშშ-ის სომხური კომიტეტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. კომისიის ინფორმაციით, დამატებებით, აზერბაიჯანი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სომეხი სამხედრო ტყვეები, ასევე არის მოთხოვნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, წარადგინოს ანგარიშები აზერბაიჯანის ომის დანაშაულებებზე და დააკონკრეტოს რა პირობებით მიჰყიდიან თურქეთს შემოთავაზებული F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებს. ცვლილებები კენჭისყრაზე შეიძლება დაიდოს უკვე ოთხშაბათს, 13 ივლისს.







