სპორტი

“საქართველო რუს მოჭადრაკეებს ხელგაშლილი ელოდება” | რუსული Chess-News

,,მთვარი არხი” წერს, რომ “საქართველო რუს მოჭადრაკეებს ხელგაშლილი ელოდება” – ამის შესახებ რუსული გამოცემა Chess-News წერს.

მათი ინფორმაციით, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბათუმში, მონაწილეობას რუსი ბავშვებიც მიიღებენ. 8, 10 და 12 წლამდე გოგონათა და ვაჟთა ტურნირი ზღვისპირა ქალაქში 15-დან 28 სექტემბრამდე ჩატარდება. 

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციაში ამბობენ, რომ იმის გამო, რომ “ორგანიზატორებმა რუსი მონაწილეების უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, საქართველოში დელეგაციას გაგზავნიან”. 

“კარგი სიახლეები ჩვენი ბავშვებისთვის” – წერს Facebook-ზე მოჭადრაკე სერგეი ზაგრებელნი. ამ პოსტის კომენტარებში კი ოქსანა გუსევა ინტერესდება, იქნებიან თუ არა ტურნირზე უკრაინელები. “არ ვიცი, ეს უკვე ჩვენი პრობლემა არაა” – უპასუხა მოჭადრაკემ. აღსანიშნავია, რომ პოსტის შინაარსიც რუსულმა მედიამ გაავრცელა. 

ისინი ასევე წერენ, რომ ანალოგიური ჩემპიონატი 14,16 და 18 წლის ბავშვებს შორის რუმინეთშიც ჩატარდა. თუმცა იქ რუსეთის დელეგაცია არ გაუშვეს, რადგან ჩათვალეს, რომ იქ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იქნებოდა. 

ნახეთ მეტი
Back to top button