საზოგადოება

ჩინეთში ახალი საშიში ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა

ჩინელმა და სინგაპურელმა ექიმებმა გამოაცხადეს ახალი ტიპის ჰენიპავირუსის 35 შემთხვევის აღმოჩენა. ამის შესახებ იუწყება ,,ლენტა“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით. ეპიდემია, რომელსაც ,,ლანიას“ ვირუსი უწოდეს, დაფიქსირდა შანდონგისა და ჰენანის პროვინციებში. ყველაზე ხშირად, პაციენტებს აღენიშნებათ ხველა, ცხელება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულისრევა და თავის ტკივილი.

მეცნიერებმა ჯერ ვერ მოახერხეს პაციენტებს შორის კავშირის პოვნა, გარდა ამისა, მათ ნათესავებში ჰენიპავირუსის ნიშნები არ დაფიქსირებულა. პათოგენების გენეტიკური ჯგუფი შედგება 18402 ნუკლეოტიდისგან. მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი ვირუსი ,,ნიფახ“-ის ვირუსის მსგავსია, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ფატალური ან ძალიან სერიოზული. თუმცა, მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ შესაძლებელია თუ არა ,,ლანია“-ს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. ველურ ბუნებაში, ,,ლანია“-ს ვირუსი ყველაზე ხშირად გვხვდება მიწის მთხრელებში. ანტისხეულები ასევე ნაპოვნია ძაღლებსა და თხებში.

ნახეთ მეტი
Back to top button