მთავარიპოლიტიკა

პაციფიზმად შეფუთული საფრთხეები: ამჯერად ბაქო ახალი გზის საკითხით თამაშობს

აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთს ყოველდღიურად ემუქრებიან, პროვოცირებენ და მოთხოვნებს უყენებენ. ასეთ განცხადებებს აკეთებენ ორივე ქვეყნის უმაღლესი ლიდერები, რომლებიც აგრესიულ ამბიციებს ჰუმანიტარული განცხადებებით ფუთავენ.

გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა, განიხილეს რეგიონული საკითხები და ერთმანეთის ერთგულება აღუთქვეს. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში იმყოფებოდა. ვიზიტები განსხვავებული იყო, განცხადებები ერთი და იგივე. ამჯერად ჯეიჰუნ ბაირამოვმა ახალი განცხადება გააკეთა პირდაპირ ერევნის, ირიბად კი თეირანის მისამართით.

 ბაირამოვის მიერ ნასროლი ახალი სატყუარა – ისრები ერევნისა და თეირანისკენ

აზერბაიჯანულ-თურქული ფარული საფრთხეები სომხეთისთვის კარგად არის შეფუთული საერთაშორისო სტანდარტებით და პაციფიზმის ფორმულირებებით. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სომხეთი გასულ კვირას მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციაში და კვლავ მოითხოვა სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ყარაბაღიდან და ასევე განაცხადა, რომ სომხეთი აჭიანურებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. – სახელწოდებით “ზანგეზურის დერეფანი”, რაც სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარეობს. ოფიციალური ერევანი კი ყოველთვის აცხადებდა, რომ დერეფნის ლოგიკას უარყოფს.

უფრო მეტიც, ბაირამოვმა ამჯერად ბაქოს მუქარა შეფუთა, აამა,როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე თეირანს. „ბაქოს აქვს ნახიჩევანთან სატრანსპორტო კომუნიკაციის ალტერნატივა, სომხეთის გვერდის ავლით და ნახიჩევანთან ირანის ტერიტორიის გავლით უბრალოდ, სომხეთს ეძლევა შესაძლებლობა, არ დარჩეს რეგიონული თანამშრომლობის მიღმა“, – ასე თამაშობს ბაქო სამშვიდობო თამაშს.

ძველი გზისახლებურად წარმოჩენის  ბაქოს  განზრახვა

ირანიოლოგი ვარდან ვოსკანიანი ბაირამოვის განცხადების გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ ირანიდან ნახიჩევანისკენ მიმავალი გზა ადრეც არსებობდა, მეტიც, ირანულმა მხარემ აზერბაიჯანელებისგან გასასვლელი საბაჟო გადასახადიც კი არ მოითხოვა. ეს გზა არსებობდა სსრკ-ს დაშლისა და სომხური მხარის მიერ არცახის არაქსისპირა  ზონის გათავისუფლების შემდეგ, 1990-იან წლებში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მდინარე არაქსზე პირველი ხიდის მშენებლობა უკვე დაწყებულია და დასძინა, რომ სომხეთს მოეწონება თუ არა, ეს პროექტი განხორციელდება. რეგიონული თანამშრომლობის შესახებ და თუ ერევანი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ამით საკუთარ თავს დააზარალებს“. ირანოლოგი ვარდან ვოსკანიანი ამ განცხადებას მოტყუებას უწოდებს, ნვერ დავთიანი კი დასძენს, რომ ბაქოს მიზანი მხოლოდ ერთია, გააცოცხლოს „ზანგეზურის დერეფანი“.

„საიდანაც უნდათ იქედან წავიდნენ და მოვიდნენ. ჩვენც შევთავაზეთ ჩვენი გზა და რა შესაძლებლობებით შეუძლიათ სომხეთის  გზის გამოყენება? ზანგეზურს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც სომხეთისთვის, ასევე ირანისთვის“.

აზერბაიჯანული დიპლომატიის თურქული მხარე

რეგიონული ექსპერტი ჰარუთ ართინ-არაქელიანი საკითხს სხვა კუთხით აანალიზებს, მიაჩნია, რომ ეს განცხადება არ არის სატყუარა, აზერბაიჯანი უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს რეგიონში მისთვის მიცემული შესაძლებლობით და გზავნის ირანს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. რადგან ხედავს საფრთხეს ირანის მხრიდან. მაგრამ ამ განცხადებით ალიევი უარს არ იტყვის თავის ამბიციაზე სახელწოდებით „ზანგეზურის დერეფანი“.

ალიევმა განაცხადა, რომ „ზანგეზური 1“ არის სომხეთის გავლით გამავალი გზა, ირანში გამავალს  კი  „ზანგეზურ 2“ უწოდა. უპირველეს ყოვლისა, ის ცდილობს ირანთან ურთიერთობების დარეგულირებას, რადგან ორ მხარეს შორის ურთიერთობა არ არის კარგი. ეს სატყუარაა თუ არა ჩვენ ვერ ვიტყვით,  მაგრამ ერთი რამ ნათელია, ისინი ცდილობენ რუსეთს  აჩვენონ, რომ რეგიონში აქტიორები არიან“,-აღნიშნავს ექსპერტი.

ნახეთ მეტი
Back to top button