სპორტი

ედუარდ სპერციანი გულშემატკივრების ხმით რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს

სომხეთის ნაკრებისა და რუსული “კრასნოდარის” 22 წლის თავდამსხმელი ედუარდ სპერციანი რუსეთის 2021/2022 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად Championat.com-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით აღიარეს. ,,არმენპრეს“-ის ცნობით, Championat.com იუწყება, რომ გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

სპერციანმა 21 ათას 401 ხმა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე მოსკოვის “დინამოს” და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი არსენ ზახარიანია. მას ხმა 18 ათას 982 გულშემატკივარმა მისცა. მესამე პოზიციაზეა “ახმატის” ფეხბურთელი ჰამიდ აღალაროვი 16 ათას 445 ხმით. ედუარდ სპერციანს ჯილდო Championat.com-ის რეპორტიორმა პალინა კუიმოვამ გადასცა. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ვიმუშავებ უფრო მეტად, უფრო თავდადებულად და ძლიერად“, – განაცხადა სპერციანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button