მთავარიპოლიტიკა

თურქული გამოცემა რუბინიან-კელიჩის კონტაქტების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებს

თურქული გაზეთი Hurriyet ავრცელებს ინფორმაციას სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის პროცესის სპეციალური წარმომადგენლების რუბენ რუბინიანისა და სერდარ კილიჩის კონტაქტების შესახებ.

„არმენპრესის“ ცნობით, გაზეთი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

აღნიშნულია, რომ მხარეები ერთმანეთს ერთხელ მოსკოვში და 3-ჯერ ვენაში შეხვდნენ და 500-ზე მეტჯერ ჰქონდათ სატელეფონო საუბარი.

„მოპოვებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ტრანსპორტის, ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების ტექნიკური ასპექტების განხილვას აპირებენ. ივლისში ვენაში სპეციალური წარმომადგენლების სერდარ კილიჩისა და რუბენ რუბინიანის შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ. მის ფარგლებში იგეგმება ტექნიკური დელეგაციების მიერ გადადგმული ნაბიჯების განხილვა და საგზაო რუქის შედგენა. მორიგი შეხვედრის ადგილი, რომელიც სექტემბერში გაიმართება, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის“, – ნათქვამია გამოცემაში.

აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს შეთანხმება მოგვარების პროცესში ეტაპობრივად წინსვლის შესახებ.

11 აგვისტოს თურქულმა მედიამ, ისევ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შემდეგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება, არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრა თურქეთშიც გაიმართოს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პუბლიკაციებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ   სპეციალური წარმომადგენლების მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button