საზოგადოება

საქართველოს მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები ესტუმრნენ

,,სპუტნიკი საქართველო” წერს, რომ საქართველო საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან და ეგვიპტიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა.საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოში „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს“ დაესწრებიან, რომელიც 17-21 აგვისტოს სვანეთში გაიმართება.„სვანეთში გამგზავრებამდე უცხოელმა ჟურნალისტებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ არქიტექტურას, დააგემოვნეს ქართული კერძები“, – აღნიშნულია განცხადებაში.პრესტურის მონაწილეები ასევე იმერეთში გაემგზავრებიან, სადაც სხვადასხვა ტურისტულ ადგილს მოინახულებენ.უწყების ინფორმაციით, ტურის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და მესტიის ფილმების ფესტივალის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button