კულტურამთავარი

მუსიკალური ვარსკვლავები ერევანში – “სტარმუსის” კრატერი მარსზე:  როგორ ხდის საჯაროს  რიტმები მეცნიერებას?

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით STARMUS VI  ფესტივალზე გიტარაზე, ფორტეპიანოსა და დრამზე დაუკრავენ. ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალურად ამ მიზნით მეცნიერება და მუსიკა ერთმანეთში იქნება გადაჯაჭვული. დღეს ერევანმა რიკ უეიკმანს, როკ მუსიკოსებს  დერეკ შირინიანს, სერჟ ტანკიანს და  „გრემის“  ლაურეატს საიმონ ფილიპს უმასპინძლა.

გარიკ ისრაელიანი, STARMUS VI ფესტივალის თანადამფუძნებელი, შენიშნავს, რომ ის, რაც მოხდება Starmus-ის დროს, შესაძლებელია ნახული და მოსმენილი იქნას მხოლოდ ერთჯერ.

„ STARMUS -ის ყველა კონფერენცია ერთხელ ხდება, ჩვენ არასდროს ვიმეორებთ მათ. თუ გამოტოვებთ ამ სტარმუსს, მას ვეღარასდროს ნახავთ. ეს ეხება არა მარტო კონცერტებს, არამედ ლექციებსაც.

სერჟ ტანკიანი, მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯილდოს „გრემის“ მფლობელი,  ჯგუფ System of a Down-ის ვოკალისტი, ამბობს, რომ ისინი გარიკ ისრაელიანს 2019 წელს, WCIT კონფერენციაზე შეხვდნენ. სწორედ მაშინ შეიტყო ისრაელიანის ფანტასტიკური გეგმის –  STARMUS-ის სომხეთში ჩამოყვანის შესახებ.

მოგვიანებით, ბრაიან ინოუ და სერჟ ტანკიანი წერენ მუსიკას “Starmus” ფესტივალისთვის, ვარსკვლავებზე და კოსმოსზე  ერთ-ერთი მეოცნების, “Lunar 1” და “Lunar 2”-ის მთავარი ინჟინრის ალექსანდრე კემურჯიანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ სამყარო, რომელშიც  ვცხოვრობთ.  ტვინის ერთ ნახევარსფეროში შეგიძლიათ მისი აღმოჩენა ხელოვნების  საშუალებით,  მეორე ნახევარსფეროში მეცნიერების საშუალებით, მაგრამ ორივე ერთი და იგივე ტვინის ნაწილია. განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ღრმა სახელმწიფო რესურსები, ამ ყველაფრის დაძლევაში მეცნიერება, ტექნოლოგია და განათლება ეხმარება.

რიკ უეიკმენი ფესტივალის ერთ-ერთი ძველი რეზიდენტია. ამბობს, რომ ფესტივალს Queen’s-ის გიტარისტის ბრაიან მეილის მიწვევით შეუერთდა.

უეიკმენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტივენ ჰოკინგთან შეხვედრამ. გიტარისტი იხსენებს:  „მე მქონდა პატივი დავსწრებოდი სტივენ ჰოკინგის ლექციებს და სიმართლე რომ ვთქვა, ერთი სიტყვაც არ მესმოდა, მაგრამ უაღრესად საინტერესო იყო ეტლზე  მიჯაჭვული, მაგრამ საოცარი ადამიანის მოსმენა“.

„გრემის“  მფლობელი დრამერი საიმონ ფილიპსი იხსენებს,ბავშვობაში  როგორი სუნთქვა შეკრული  უყურებდა  შავ-თეთრ ტელევიზორში ნილ არმსტრონგს მთვარეზე.  რატომღაც, 50 წლის შემდეგ,  ამ მოვლენას ბევრი სკეპტიციზმით უყურებს.

„ახალგაზრდა თაობის ბევრ ადამიანს არ სჯერა ამის. მათ არ სჯერათ, რომ ჩვენ მთვარეზე წავედით. და ისე არ არის, როგორც ერთხელ მოხდა, არც კი მახსოვს, რამდენმა მისიამ მიაღწია მთვარემდე „აპოლონ 17-მდე“.

ჯაზმენი,  პიანისტი ტიგრან ჰამასიანი, რომელიც უერთდება ვიდეწოკავშირით აღნიშნავს, რომ მუსიკას რთული სტრუქტურა აქვს და მასში მეცნიერების არც თუ ისე მცირე ნაწილი დევს. თავად მუსიკალური ინსტრუმენტი მეცნიერებაა, აღნიშნავს ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი. მისი დაკვირვებით, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა წრემ უნდა იმუშაოს.

ისრაელიანი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში წითელ პლანეტაზე აღმოჩენილ კრატერს ან ასტეროიდს ფესტივალის სახელი დაერქმევა.

„ეს ვარსკვლავი არ არის, მაგრამ მალე ასტეროიდი აუცილებლად იქნება. მეჩვენება, რომ ერთ-ერთ ასტეროიდს ან რომელიმე კრატერს სტარმუსის   სახელი დაერქმევა. დარწმუნებული ვარ, რაღაც დიდი მოხდება მისი სახელით. უკვე არის წინადადებები, რომლებიც განიხილებიან“.

ფესტივალი ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს მეცნიერების პოპულარიზაციაში „სამეცნიერო ოსკარით“ – სტივენ ჰოკინგის მედლით აჯილდოებს. ამ მედლით დღემდე 7 ადამიანია დაჯილდოვებული, მათ შორის Space X-ისა და Tesla-ს კომპანიების დამფუძნებელი ილონ მასკი. სტივენ ჰოკინგის მედლის წლევანდელი მფლობელები 5 სექტემბერს გამოვლინდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button