სპორტი

არსენ ზახარიანით “ბარსელონა” და “რეალი”დაინტერესდნენ

რუსი წარმოშობის სომეხი ფეხბურთელის არსენ ზახარიანისთვის მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” იბრძვიან.

როგორც tp SPORT იტყობინება, “ბარსა” თვალს ადევნებს ფეხბურთელს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლამდეა გაფორმებული, თუმცა  თავდამსხმელის სტილის ნახევარმცველს “რეალი” და “ჩელსი” ადევნებენ თვალს.

19 წლის ნახევარმცველი ფართოდ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე რუსულ ფეხბურთში, მან უკვე მიიპყრო რამდენიმე ტოპ-კლუბის ყურადღება.

არსენ ზახარიანმა მოსკოვის “დინამოს” შემადგენლობაში 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის 13 გოლისა და 16 ეფექტური გადაცემის ავტორი გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button