ეკონომიკა

წლის დასაწყისიდან სომხეთს 1 მილიონ 30 ათასამდე ტურისტი ეწვია

სასაზღვრო ელექტრონული საინფორმაციო სისტემის (BES) მეშვეობით მიღებული მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში სომხეთში ტურისტთა ვიზიტებმა 261 834 შეადგინა.

“არმენპრესის” ცნობით, სრ ტურიზმის კომიტეტში განაცხადეს, რომ იანვარ-აგვისტოს თვეებში სომხეთს 1 მილიონ 30 ათასამდე ტურისტი ეწვია. ამავე პერიოდში სომხეთში ტურისტული ვიზიტების ზრდა განაპირობა 5 ქვეყანამ: რუსეთი (დაახლოებით 45%), საქართველო (9%), ირანი (7%), აშშ (3%) და გერმანია (1%).

ნახეთ მეტი
Back to top button