სპორტი

მარიამ მკრტჩიანი, 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში

18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი სომხეთის წარმომადგენელი მარიამ მკრტჩიანი გახდა.

მსოფლიო პირველობის მეცხრე ტურში მარიამმა მეტოქე დაამარცხა და ბოლო ტურამდე მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ტურნირი რუმინეთში, ქალაქ მამაიაში ტარდება.

მკრტჩიანმა უბრალოდ ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა და ბოლო ტურამდე 10 ქულა დააგროვა. მან წინა ცხრა მატჩში ამდენივე გამარჯვება მოიპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button