მთავარიპოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამო შეშფოთებულია

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

პრემიერმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ 13 სექტემბერს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე იყო 36 დასახლებული პუნქტი, რის შედეგადაც სომხურ მხარეს  ჰქონდა  მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა შორისაც.  ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობაზე, აზერბაიჯანული შენაერთების დაუყოვნებლივ გაყვანაზე სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენებით. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა რეგიონული პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარებისა და ამ მიმართულებით თანმიმდევრული ძალისხმევის აუცილებლობას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

შეხვედრაზე აზრი გაცვალეს ორმხრივ საინტერესო სხვადასხვა საკითხებზეც.

ნახეთ მეტი
Back to top button