მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ალიევთან საუბარში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაადასტურა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოთხოვნა შეახსენა.

 “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ცნობას ელისეის სასახლე ავრცელებს. წყაროს თქმით, ეს საუბარი 26 სექტემბერს ელისეის სასახლეში, სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრას მოჰყვა და ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი მოწოდება აზერბაიჯანელ კოლეგასთან, დაბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და შეინარჩუნოს ძალები თავდაპირველ პოზიციებზე. ბოლო დღეების შეტაკებების შედეგად უამრავი მსხვერპლია. მან ასევე შეახსენა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოთხოვნა“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

მაკრონმა ასევე აცნობა ალიევს სრპრემიერ-მინისტრის, ფაშინიანის მზადყოფნის შესახებ, გააგრძელოს მოლაპარაკებები გადაუჭრელ საკითხებზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მზადყოფნას წვლილი შეიტანოს ამ მოლაპარაკებებში.

ნახეთ მეტი
Back to top button