პოლიტიკა

ბოლო პერიოდის დისკუსიებმა და დიპლომატიურმა მუშაობამ გარკვეული სივრცე შექმნა წინსვლისთვის. პრემიერ მინისტრი

სომხეთი ამ ეტაპზე კმაყოფილია 13 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებით. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა საერთაშორისო რეაქცია იყოს თანმიმდევრული. „გასაგებია, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება იძლევა ზუსტ შეფასებას და სავარაუდო საგზაო რუქის პროექტს, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა, როგორ დავძლიოთ ვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

 მან აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ბოლო პერიოდის დისკუსიებმა და დიპლომატიურმა მუშაობამ გარკვეული სივრცე შექმნა წინსვლისთვის. „ამ კუთხით მინდა შემდეგი შეფასება მივცე, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს გარკვეული სფერო, რომ წინ წავიწიოთ. მე ვისაუბრე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კონცეფციაზე 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე და არის ნიშნები, რომ ეს საფუძველი, ეს მიდგომა შეიძლება იყოს ორმხრივად მისაღები მხარეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ არსებობს გარკვეული სივრცე მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის საუბრის შესადგომად და დასაწყებად.

„ეს ორი მიმართულება მე მიმაჩნია ქვაკუთხედად“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button