სპორტი

საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში „ერევან ოპენ“  მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის 250 მოჭადრაკე

ერევანში შემოდგომის ყველაზე დიდი საჭადრაკო ფესტივალი  გაიმართება. საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში „ერევან ოპენ“  მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის 250 მოჭადრაკე.

ერევნის ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო გახსნას დაესწრებიან ერევნის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი მხითარ ჰაირაპეტიანი, განათლების და სპორტის მინისტრი ვაჰრამ დუმანიანი, ერევნის მერის მოადგილე ტიგრან ავინიანი.

10 ოქტომბერს, 15:00 საათზე,  ექსპო ცენტრ „მერიდიანში“ შედგება ტურნირის გახსნა.

ნახეთ მეტი
Back to top button