კულტურამთავარი

  საქართველოში  პოეტ  ვაჰან ტერიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა

ფონდის  „მხარდაჭერა ჯავახეთს“, აღმასრულებელი დირექტორის სამველ მკოიანის ხელმძღვანელობით,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ხელშეწყობით   ნინოწმინდაში  ჩატარდა პოეტ  ვაჰან ტერიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება  თემაზე  “შემოდგომის მელოდია: პოეზიის საღამო“.

როგორც სამველ მკოიანმა „არმენპრესთან“ საუბარში განაცხადა,  ღონისძიების მიზანია სომხურ-ქართული ურთიერთობების განმტკიცება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გიუმრის მერი ვარჯეს სამსონიანი, ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმის დირექტორი ჟანა მანუკიანი, დერენიკ დემირჩიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი კარინე რაფაელიანი, სტუმრები საქართველოდან და რა თქმა უნდა,   ტერიანის ხელოვნების მოყვარულები.

ღონისძიებაზე გაჟღერდა  ვაჰან ტერიანის პოეზია, მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ტერიანის პოეზიაზე შექმნილმა  სიმღერებმა, რომელიც  შესრულდა მავრ მკრტჩიანისა და ვაჰაგ რაშის მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button